მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Galt & Taggart-მა 2025 წლის ფულადი გზავნილების პროგნოზი $3.5 მლრდ-მდე გაზარდა

ფულადი გზავნილები

Galt & Taggart-მა 2025 წლის ფულადი გზავნილების პროგნოზი კიდევ ერთხელ დააკორექტირა და $3.5 მლრდ-მდე გაზარდა.

"ჩვენი პროგნოზით, ფულადი გზავნილები 3.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს, რაც გაზრდილია წინა პროგნოზიდან (3.4 მლრდ აშშ დოლარი)", - ნათქვამია საინვესტიციო ბანკის კვირის მიმოხილვაში.

უნდა აღინიშნოს, რომ Galt & Taggart-ის თავდაპირველი პროგნოზით ქვეყანა მიმდინარე წელს 3.2 მლრდ დოლარის ფულად გზავნილებს მიიღებდა, თუმცა 19 მაისის კვირის მიმოხილვის განახლებაში, საინვესტიციო ბანკში ამ პროგნოზს გადახედეს და 3.4 მლრდ დოლარამდე გაზარდეს.

"სებ-ის მიხედვით, 2025 წლის ივნისში ფულადი გზავნილები წლიურად 12.2%-ით გაიზარდა 315.5 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 11.6%-იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+17.7%, მთლიანის 46.1%, რომელზეც პოზიტიურად იმოქმედა ევროს გაცვლით კურსის გამყარებამ აშშ დოლარის მიმართ), აშშდან (+23.0%, მთლიანის 18.6%), ისრაელიდან (+23.1%, მთლიანის 7.6%), ყირგიზეთიდან (+82.3%, მთლიანის 3.0%) და თურქეთიდან (+13.2%, მთლიანის 2.9%).

ამასთან, ივნისში ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა რუსეთიდან (-15.9%, მთლიანის 13.0%) და ყაზახეთიდან (-36.9%, მთლიანის 2.2%). ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ივნისში ფულადი გზავნილები წლიურად 3.5%-ით გაიზარდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა", - ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები