მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Galt & Taggart-მა 2025 წლის ფულადი გზავნილების პროგნოზი $3.6 მლრდ-მდე გაზარდა - კვირის მიმოხილვა

ფულადი გზავნილები

Galt & Taggart-მა 9 თვის მონაცემებზე დაყრდნობით, ფულადი გზავნილების 2025 წლის პროგნოზი ზრდის მიმართულებით განაახლა.

საინვესტიციო ბანკის კვირის მიმოხილვაში წერია: "9 თვის ფაქტობრივი მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენი განახლებული პროგნოზით, ფულადი გზავნილები 3.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს (წინა პროგნოზი 3.5 მლრდ აშშ დოლარი იყო)".

სებ-ის მიხედვით, 2025 წლის სექტემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 12.1%-ით გაიზარდა 317.8 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის წლიური 10.7%-იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+12.1%, მთლიანის 47.3%), აშშ-დან (+21.7%, მთლიანის 18.8%), რუსეთიდან (+10.2%, მთლიანის 12.4%), ისრაელიდან (+12.6%, მთლიანის 7.3%) და თურქეთიდან (+14.3% წ/წ, მთლიანის 3.2%). ამასთან, სექტემბერში ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა ყირგიზეთიდან (-6.3%, მთლიანის 2.7%) და ყაზახეთიდან (-6.1%, მთლიანის 2.4%).

ჯამურად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 6.4%-ით გაიზარდა და 2.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები