მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart-მა ტურიზმის 2026 წლის შემოსავლების პროგნოზი გაზარდა

ტურიზმი შემოსავლები

Galt & Taggart-მა ტურიზმის 2026 წლის შემოსავლების პროგნოზი გაზარდა. საინვესტიციო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ყოველკვირეულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა 2025 წლის IV კვარტალში.

ჯამურად, 2025 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.7 მლრდ აშშ დოლარს (+6.0% წ/წ) გაუტოლდა, რაც მცირედით აღემატება ჩვენს წინასწარ შეფასებას.

"2026 წელს, ჩვენი პროგნოზით ტურიზმის შესავლები 5.0 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც გაზრდილია წინა მოსალოდნელი 4.9 მლრდ აშშ დოლარიდან", - ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები