მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart : რას უნდა ველოდოთ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ - როგორია სხვა ქვეყნების პრაქტიკა

საქართველო

საქართველო 2024 წელს მაღალ ნოტაზე იწყებს, მიღებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით ქვეყანა ელოდება დიდ სარგებელს, რაც ქვეყნის შიგნით ფართო კონსენსუსის საგანია.

Galt & Taggart-მა 2024 წლის მოლოდინები, ყველა მაკრო პარამეტრის ანალიზი და საქართველოს 12 ძირითადი სექტორის დეტალური მიმოხილვის დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც ასევე საუბარია რას უნდა ველოდოთ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და როგორია სხვა ქვეყნების მაგალითი. ქვეყნებმა როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ვაჭრობის კუთხით.

  • სერბეთში 2012 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება სამჯერ გაიზარდა.
  • ალბანეთს კანდიდატის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა, რის შემდეგაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი. არსებითი ზრდა ევროკავშირში ექსპორტის გაზრდის შემდეგია. 2013 წელს ექსპორტმა ევროკავშირშია მთლიანი რაოდენობის 57% შეადგინა, მაშინ, როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი 73%-მდე გაიზარდა.
  • ჩრდილოეთ მაკედონიას კანდიდატის სტატუსი 2005 წელს მიენიჭა, რის შემდეგაც, ვაჭრობა ევროკავშირთან მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წელს ჩრ. მაკედონიის ექსპორტის 77% და იმპორტის 46% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა.

გარდა ამისა, Galt & Taggart-ი წერს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აძლევს კანდიდატ ქვეყნებს წვდომას ევროკავშირის დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებასთან, რაც ხელს უწყობს რეფორმების მხარდაჭერას და განვითარებას სხვადასხვა პროექტების მიმართულებით. მაგალითად, 2007 წლიდან 2020 წლამდე (გაწევრიანებამდე) ჩრდილოეთ მაკედონიამ მიიღო 1.2 მილიარდ ევროზე მეტი ევროკავშირის დახმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები