მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart: თბილისში ქირის ფასი მცირდება

ქირა

თბილისში, უძრავი ქონების გაქირავების ფასი მცირდება, რაც Galt & Taggart-ის ანალიზით სპეკულაციური ყიდვა-გაქირავების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს.

კვლევითი ორგანიზაცია 2024 წლის იანვარში უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში წერს, რომ თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 10.4 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიური 2.4%-იანი შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ ქირა 16.1%-ით არის შემცირებული 2023 წლის მარტის შემდეგ, როდესაც ის ყველაზე მაღალი იყო. მათივე პროგნოზით, 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდება
ქირის ფასის ეტაპობრივი შემცირება.

საგულისხმოა, რომ ბინების შეძენის მამოტივირებელი ისევ მათი შემდგომი გაქირავებაა. გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირებს, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები