2024 წლის 7 თვეში თბილისში 22 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია საუბარი.
ჯამში 2024 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში 1 708 500 000 აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში 1.9%-იანი ზრდაა.
კვლევის ანგარიშის თანახმად, 7 თვეში იმაზე 3.2%-ით ნაკლები ბინა გაიყიდა, ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში, შემცირება კი მეორად (ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ გაყიდული უძრავი ქონება) ბაზარზე გაყიდვების კლებით იყო განპირობებული, პირველად ბაზარზე კი პირიქით - 1.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
იანვარ-ივლისის პერიოდში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა, ყველაზე ნაკლები კი - მთაწმინდის რაიონში. ამასთან, ღირებულების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საბურთალოს აქვს, ყველაზე დაბალი კი - ვაშლიჯვარს.
2024 წლის 7 თვეში გაყიდული ბინების ღირებულება და ფართობი თბილისის უბნების მიხედვით, ასე გამოიყურება: