მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart: „თებერვალში ქირის ფასი 4.8%-ით შემცირდა“

ბინები ქირით

2024 წლის თებერვალში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიური 4.8%-იანი შემცირებაა. Galt&Taggart-ის თებერვლის განახლებული მონაცემების მიხედვით, ქირები შემცირებულია თბილისის ყველა რაიონში.

როგორც გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას Galt&Taggart-ის სექტორული კვლევების მიმართულების უფროსმა კახა სამყურაშვილმა განმარტა, ქირაზე მოთხოვნის კლებით იხსნება ის ფაქტი, რომ მეორად ბინებზე გაყიდვების რაოდენობა მცირდება. თებერვალში ჯამური გაყიდვები მეორად ბაზარზე 7.5%-იან კლებას აჩვენებს, პირველად ბაზარზე კი 0.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.

„მეორად ბაზარზე გაყიდვების შემცირებაა, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ მიგრანტების შემოსვლის გამო მერად ბაზარზე გაქირავების მაღალი ფასი გვქონდა. ახლაშეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბუმი გადავლილია. ახალ მოცემულობებს ვერგებით, სადაც ეს აქტივობა ყიდვა-გაყიდვა-გაქირავების შემცირებულია. ეს იგრძნობა ქირის ბაზარზე. მიგრანტები სრულად არ გასულან ქვეყნიდან, თუმცა ნელ-ნელა შემცირება იგრძნობა და ამის ყველაზე კარგი მეტრი არის ქირის ბაზარზე შემცირებული აქტივობა და გაყიდვების დინამიკა მეორად ბაზარზე.

ჩვენ ველით, რომ 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდება ქირის ფასის ეტაპობრივი სტაბილიზაცია.“ - განაცხადა სამყურაშვილმა.

რაც შეეხება სამშენებლო ნებართვებს, 2024 წლის პირველ 2 თვეში 29 ახალი ნებართვა გაიცა საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის. ამ ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 200,445 მ2-ს შეადგენს (+5.3% წ/წ). ნებადართული საცხოვრებელი ფართის 24% დიდ დიღომში იყო გაცემული, რასაც საბურთალო (21%) და ვაშლიჯვარი (14%) მოსდევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები