მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამარტივებული საქმისწარმოების სერვისი კვლავ ხელმისაწვდომია – აღსრულების ეროვნული ბიურო

5e8cda47b283a
BM.GE
08.04.20 08:30
870
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მუშაობის ელექტრონული ფორმით განახლებასთან ერთად, სააღსრულებო და არასააღსრულებო სერვისებიც აღადგინა და თითოეული მათგანი მოქალაქეებისთვის ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომია. როგორც უწყება იტყობინება შესაძლებელია გააგზავნო/დაარეგისტრირო აპლიკაცია მოქალაქეთა პორტალის my.gov.ge ან ელექტრონული ფოსტის [email protected] საშუალებით.

"აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ/გადმოიწეროთ ვებ-გვერდზე nbe.gov.ge > სერვისები > გამარტივებული საქმისწარმოება.

აპლიკაციას თან უნდა ერთოდეს ვალის არსებობის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია;
გამარტივებული საქმისწარმოება დაიწყება დოკუმენტაციის დედნის გარეშე, რომელსაც აპლიკანტი (კრედიტორი) წარმოადგენს საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლის შემდეგ 10 სამუშაო დღის ფარგლებში.

რესპონდენტისთვის (მოვალე) შეტყობინების ჩაბარების 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყება კანონის შესაბამისად, შეტყობინების ჩაბარების დღიდან;

გამარტივებული საქმისწარმოების ფარგლებში ხშირია დავების მორიგებით დასრულება. მორიგების დარღვევის შემთხვევაში საქმისწარმოება გადაეცემა იძულებით აღსრულებას.

აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი - გამარტივებული საქმისწარმოება მხარეებს აძლევს საშუალებას, დავა სასამართლოს გარეშე, სწრაფად, ეფექტურად და ნაკლები დანახარჯით მოაგვარონ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონსულტაციო ცენტრს: (032) 2 749 649", – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები