მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების ნაწილი კვლავ არ ქვეყნდება - TI

6336a7dd061bd
მარიამ ვარადაშვილი
30.09.22 12:26
430
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, 18 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს კვლავ არ აქვეყნებს.

მათ შორის არიან ისეთი უწყებები, როგორებიცაა: შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა. TI-ის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, „დაფარული კონტრაქტები“ არ უნდა არსებობდეს, რადგან ეს კორუფციის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

“აღნიშნულმა უწყებებმა სხვადასხვა დროს შეწყვიტეს გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების გამოქვეყნება. ამასთან, ზოგიერთ მათგანს ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე კონტრაქტი აქვს გასაჯაროებული. იმის ალბათობა, რომ ეს ორგანიზაციები გამარტივებული შესყიდვების გზით კონტრაქტებს არ აფორმებენ, ძალიან დაბალია. ის, რომ კონტრაქტები არსებობს, მაგრამ არ ქვეყნდება, 2019 წლის ოქტომბერში შსს-ს 100-ზე მეტი კონტრაქტის ერთობლივად გამოქვეყნებამაც დაადასტურა.

კონტრაქტების არსებობაზე მიანიშნებს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის SMP მოდულიც, სადაც სახელმწიფო უწყებების მიერ შესყიდვების სააგენტოსთან გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობები ქვეყნდება. აღნიშნულ მოდულში, 2020-2022 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 269 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით ჩატარების უფლება, მათ შორის 53 შესყიდვა იყო ისეთი, სადაც კონტრაქტის თანხა 100 000 ლარს აჭარბებდა. ამავე პერიოდში, მთავრობის ადმინისტრაციამ 19 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით ჩატარების უფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 36-ზე, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 57-ზე და ა.შ”,- ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები