მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გამჭვირვალობა ყოველთვის კარგია“ - რას ფიქრობს ირაკლი ლექვინაძე „რუსულ კანონზე“?

ლექვინაძე

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, გამჭვირვალობა ყოველთვის კარგია და ევროპულ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ლექვინაძემ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მე მარტივად შემიძლია გითხრათ, რომ გამჭვირვალობა ყოველთვის კარგია. გამჭვირვალობა არ ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს, ამიტომ გამჭვირვალობის კუთხით გადადგმული ნაბიჯი ვფიქრობ, რომ არის პოზიტიური“, - თქვა ლექვინაძემ.

რაც შეეხება კითხვას, როგორ აისახება კანონი დონორებთან სააგენტოს ურთიერთობაზე, ლექვინაძე ამბობს, რომ დონორების მხარდაჭერით არაერთი პროექტი მიმდინარეობს, თუმცა ის თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, ამ ურთიერთობებზე კანონის შესაძლო ნეგატიურ გავლენასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მიმდინარე რეჟიმშიც გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები დონორების მხარდაჭერით. ეს არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლებიც გულისხმობს სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდას, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელიც გულისხმობს ჩვენი შიდა სტრუქტურის გაუმჯობესებას და სხვადასხვა საკომუნიკაციო თუ საორგანიზაციო სტრატეგიების განვითარებას. გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა გაეროს მიმართულებით. ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ინსტრუმენტებს ვიყენებთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ უფრო განათლებულები, გამოცდილები, მეტი სემინარი, ვებინარი, ვიზიტი განახორციელონ უცხოეთში, რომ გადაწყვეტილებები იყოს ევროპული სტანდარტის“, - თქვა ლექვინაძემ ჟურნალისტებთან პარლამენტში, სადაც სააგენტოს საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები