მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GameStop-მა $500 მილიონის ბიტკოინი იყიდა

gamestop

ვიდეოთამაშების სარეალიზაციო ქსელმა, GameStop-მა ბიტკოინში ინვესტირება ოფიციალურად დაიწყო. კომპანიამ პირველი ტრანზაქცია უკვე განახორციელა და 500 მილიონ დოლარად 4,710 ბიტკოინი შეიძინა.

საერთო ჯამში, GameStop-ი რამდენიმე მილიარდის ბიტკოინის შეძენას გეგმავს, რადგან კომპანიის მენეჯმენტს მიაჩნია, რომ კრიპტოაქტივს უკეთესი ამონაგები ექნება, ვიდრე კომპანიის ძირითად ბიზნესს.

საინტერესოა, რომ GameStop-ი არის კომპანია, რომლის მთავარი კონკურენტი არის არა სხვა ქსელი, არამედ გაციფრულების ტენდენცია, რადგან გეიმერები სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებენ, როგორც ონლაინმაღაზიებს, ასევე ვიდეოთამაშების სტრიმინგ-პლატფორმებს. არსებობს ვარაუდი, რომ ბიტკოინში ინვესტირება კომპანიამ სწორედ ძირითადი ბიზნესის წინაშე არსებული რისკების გამო გადაწყვიტა.

კორპორაციული ამერიკის მიერ ბიტკოინში ინვესტირება, დიდწილად, საფონდო ბირჟებზე ბიტკოინის სავაჭრო ფონდების, იგივე ETF-ების გამოჩენას უკავშირდება, რადგან მანამ, სანამ ეს მოხდებოდა, კომპანიებს ციფრული აქტივები უშუალოდ კრიპტობირჟიდან უნდა ეყიდათ, რაც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, რომელთაც, ტრადიციული ინვესტორები, როგორც წესი, გვერდს უვლიან.

ბირჟაზე ETF-ების გამოჩენის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კრიპტოვალუტების მიმართ პოლიტიკის შერბილების ფონზე, ბიტკოინში და სხვა ვალუტებში ინვესტირებას, სავარაუდოდ, უფრო და უფრო მეტი კომპანია დაიწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები