მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამგეობამ გლდანში 43 ათას ლარად კიბეები მოაწყო

605f1c4d699db
BM.GE
27.03.21 15:49
1453
გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მათ შორის, საერთო სარგებლობის კიბეების მოწყობა მუხიანის მესამე მიკრორაიონის N17 კორპუსის I, II და III სადარბაზოებთან, ასევე, გლდანის მეექვსე მიკრორაიონის N3 კორპუსის მიმდებარედ დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"პროექტისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა, გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 43 590 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მოადგილესთან ერთად გაეცნო",– ნათქვამია პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები