მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამიხარდება, თუ [DRG სისტემაში] თანაგადახდების იდეა მალე მივა ბოლომდე, რომ სექტორს განვითარების საშუალება მიეცეს - გამყრელიძე

ნიკოლოზ გამყრელიძე

დაშენების, თანაგადახდების იდეა ბევრი წელია მუსირებს და გამიხარდება თუ სწრაფად მივა ბოლომდე, რომ სექტორს განვითარების საშუალება მიეცეს, რაც თითოეული მოქალაქის ინტერესშია, - ამის შესახებ რეზიდენციული ზრუნვის სახლ „ლელიანის“ დამფუძნებელმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში განაცხადა.

ის გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციას, რომ DRG სისტემის ფარგლებში თანადაფინანსების მექანიზმის შემოტანაზე მუშაობა მიმდინარეობს.

წამყვანის კითხვაზე: „ფაქტია, რომ რასაც სექტორი დიდი ხანია ამბობდა, რომ სხვა გამოსავალი არ არის, დღეს რეალობად იქცა. რა შეიძლება მომხდარიდან ისწავლოს სექტორმა, ბიზნესმა და მთავრობამ. რა გაკვეთილი შეიძლება გამოვიტანოთ აქედან?“

- გამყრელიძემ უპასუხა: „მთავარი გაკვეთილი და მოცემულობა დღეს გვაქვს ის, რომ სექტორი არის კერძო. ეს არის კერძო სამართლის იურიდიული პირი. რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ჯანდაცვა არ უნდა იყოს მოგებაზე ორიენტირებული, არ უნდა იყოს ბიზნესი, რაც აბსურდია, ეს არის სექტორი, რომელსაც სჭირდება განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ეს სექტორი არის ძალიან კაპიტალ-ინტენსიური, კომპანიები ხშირად თავისი ამონაგების დიდ ნაწილს მიმართავდა რეინვესტიციაზე, რადგან ჯანდაცვა ისეთი სექტორია, რომელიც მუდმივად ვითარდება. როგორც კი გააჩერებ განვითარებას, მაშინვე უკან იწყებს სვლას.

ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ პანდემიის დროს, ეს იყო პერიოდი, როცა ბუნებრივად ფორსმაჟორში ვმუშაობდით და განვითარება შეფერხდა, მერე ამ სექტორმა ძალიან რთული პერიოდი გამოიარა, რეგულატორული წნეხის, რომელიც აბსოლუტურად დაუმსახურებელი იყო და გაუაზრებელი. ამან კიდევ ზემოდან ჩაქუჩი ჩაარტყა ამ სექტორს და განვითარების პოტენციალი ძალიან შეუზღუდა. ჯანდაცვის სექტორში ბოლო 4-5 წელიწადში რეინვესტიციები ძალიან შეჩერებულია, ინოვაციებიც ძალიან შემცირებულია. ეს არის წინაპირობა სტაგნაციის, რაც ძალიან ცუდია.

დაშენების, თანაგადახდების იდეაც ბევრი წელია მუსირებს, გამიხარდება, თუ სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას და სწრაფად მივა ბოლომდე, რომ სექტორს მიეცეს საშუალება, განვითარების, რაც არის თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესში, რომ ნაკლებმა ადამიანებმა იაროს საზღვარგარეთ ხანდახან ბაზისური სერვისების მისაღებად, სამწუხაროდ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები