მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოცემა New Europe-ი საქართველოში საინვესტიციო ვითარების გაუარესებაზე წერს

5f3e62fdac6ce
თამთა ჯიჯავაძე
20.08.20 17:00
1569
საქართველოს მტრული დამოკიდებულება უცხოური ინვესტიციების მიმართ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს არ ესადაგება, – ამ სათაურით გამოცემა New Europe-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოში საინვესტიციო ვითარების გაუარესებაზეა საუბარი.

„ბრიუსელში მზარდია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სწრაფად ხდება ინვესტორებისთვის არასტუმართმოყვარე ადგილი. ეს კი განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაგროვდა სია იმ საინვესტიციო პროექტებისა, რომელთა განხორციელებაც საქართველოს მთავრობის ქმედებების შედეგად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა," – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორს მთავრობის მხრიდან გადადგმული დამაზიანებელი ნაბიჯების მაგალითად Caucasus Online-ის საქმე მოჰყავს, – „ივლისის შუა რიცხვებში გვიან ღამით გამართული შეხვედრების სერიის დროს, საქართველოს მთავრობამ შეიტანა ცვლილებები ელექტრონული კომუნიკაციების კანონმდებლობაში, რამაც კომუნიკაციების მარეგულირებელ უწყებას (GNCC) ფაქტობრივად მისცა სრული კონტროლის უფლება სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე, და შესაძლებლობა რომ დანიშნონ სპეციალური მმართველი აბსოლუტური უფლებამოსილებებით“, – წერია სტატიაში.

New Europe-ი წერს, რომ არსებობს შეფასება, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები ერთი კონკრეტული კომპანიის, კერძოდ კი Caucasus Online-ისკენაა მიმართული, რომლის მფლობელიც Neqsol ჰოლდინგია. კომპანია NEQSOL-ი ახალი ციფრული დერეფანის პროექტის განხორციელებაზე მუშაობს, რომელიც ევროპას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან დააკავშირებს. 

სტატიის ავტორი Caucasus Online-ის გარდა, საუბრობს საქართველოში სხვა საინვესტიციო პროექტებზეც, რომლებიც შეჩერდა, მათ შორის საუბარია ანაკლიის პორტის პროექტზე:

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენების შემთხვევაში საქართველოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა გამხდარიყო, თუმცა ივლისში პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმის მესვეურებმა საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართეს. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯებმა $2-მილიარდიანი პროექტის განხორციელება შეაჩერა. ამის საპასუხოდ კი საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ თავად ინვესტორებმა ვერ შეძლეს საკმარისი თანხების მობილიზება და ვალდებულებების შესრულება."

მესამე საკითხი, რომელსაც სტატია ეხება, ამერიკულ ენერგოკომპანია Frontera Resources-სა და მთავრობას შორის მიმდინარე დავას უკავშირდება. ამასთან სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ეს კონკრეტული მაგალითები არ შეიძლება ჩაითვალოს ერთმანეთთან დაუკავშირებელ და იზოლორებულ შემთხვევებად, არამედ ის საქართველოში გაუარესებულ საინვესტიციო მდგომარეობაზე მეტყველებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები