მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ინვესტორები საქართველოში მწვანე ენერგიის მიმართულებით არიან დაინტერესებული” - GEORGIAN PRODUCTS-ის გეგმები

georgian products

კომპანია GEORGIAN PRODUCTS-ის დამფუძნებლის, დავით ბარდაველიძის თქმით, უცხოელი ინვესტორები საქართველოში მწვანე ენერგიების მიმართულებით დაინტერესებულები არიან. 

მან ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა “ანალიტიკაში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია მათთან ერთად მზის, წლის და ქარის ენერგიაში საშუალო ზომის წარმოების გაკეთებას გეგმავს.

“ასოცირების ხელშეკრულებამ გარკვეულ სფეროებში კარი გაგვიხსნა, თუმცა რეგიონში კონფლიქტი აფერხებს ინვესტიციების შემოდინებას. არის სფეროები, სადაც მზაობა უფრო მეტია, მაგალითად მწვანე ენერგიებში.

ჩვენ გვყავს ავსტრიელი და გერმანელი ინვესტორები, რომლებთანაც უკვე კონკრეტულად ვგეგმავთ როგორც მზის, ისე წყლისა და ქარის, საშუალო ზომის წარმოების გაკეთებას და ასევე, არის საუბარი ლითიუმის ბატარეების გაკეთების, რაც არა მხოლოდ ინტერესია, არამედ უკვე ნაბიჯებიცაა მისკენ გადადგმული”, - ამბობს დავით ბარდაველიძე.

GEORGIAN PRODUCTS-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ უცხოელი ინვესტორები ავსტრიის განვითარების ბანკთან და სხვა  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად გეგმავენ ქვეყანაში შემოსვლას, რაც იმას ადასტურებს, რომ ქვეყანას უცხოური ფინანსების მოზიდვის მზარდი პერსპექტივა აქვს.

GEORGIAN PRODUCTS ცხოველების ავეჯის, აქსესუარების, საკვებისა და სათამაშოების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ევროპის ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები