მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოიჩინეთ თავშეკავება - იაპონიის საგარეო

იაპონია საქართველო

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და შეშფოთებულები არსებული ვითარებით.

"იაპონია საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა ვითარების კიდევ უფრო გაუარესება თავიდან იქნეს აცილებული და იმედოვნებს, რომ მიიღებს კონსტრუქციულ ზომებს, რაც სიტუაციას განმუხტავს", - წერია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. პოლიცია აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს ძალას. მედიაში გავრცელდა არაერთ დაშავებულზე ინფორმაცია, რომლებიც ამბობენ, რომ დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები