მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოიყენებს თუ არა საქართველო ოქსფორდის მიერ შექმნილ ვაქცინას? - მინისტრი

5f169c16e565f
ინგა მურუსიძე
21.07.20 11:35
1158
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას ოქსფორდის ვაქცინის როგორც - კვლევებისთვის, ისე ფართო მასშტაბით გამოყენების თაობაზე, მასში საქართველოც ჩაერთვება. 

საქმე იმაშია, რომ ოქსფორდის ვაქცინამ ტესტირება წარმატებით გაიარა - ის ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 1,077 ადამიანზე ჩატარებულმა აცრებმა აჩვენა, რომ ინექციის შემდეგ ორგანიზმი კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულებს და ეგრეთ წოდებულ T-უჯრედებს გამოიმუშავებს, რომელთაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის უნარი შესწევთ.

„ვაქცინას რაც შეეხება, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ვაქცინის მიღება და გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც კვლევებისთვის და ფართო მასშტაბით, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ჩავერთოთ მასში“,- განაცხადა ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები