BAG დასაქმების ბარომეტრის განახლებული მაჩვენებლების თანახმად, 2025 წლის IV კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა 34%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. რაც შეეხება 2026 წლის I კვარტალის მოლოდინს, გამოკითხული კომპანიების 38% ელის დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, ხოლო 59% არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას.
დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა/შემცირება/უცვლელად დატოვების მაჩვენებლები BAG-ის წევრ და მათ ჯგუფში შემავალ კომპანიებში წლების და კვარტალების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

როგორც BAG დასაქმების ბარომეტრიდან ირკვევა, 8 სექტორს შორის, 2025 წლის IV კვარტალის მდგომარეობით, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება. რაც შეეხება 2026 წლის I კვარტალის მოლოდინს, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ, ყველაზე პოზიტიური შეფასებით აქაც ვაჭრობის სექტორი გამოირჩევა.
ცნობისთვის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების 1 მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნეს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ. პიემსი კვლევითი ცენტრი BAG ინდექსს აქვეყნებს ყოველკვარტალურად.




























