მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა 19% მიიჩნევს, რომ "რუსულ კანონს" ქვეყნის სამომავლო პოლიტიკურ კურსზე გავლენა არ ექნება - კვლევა

იპმ

IPM-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 19% მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს დადებითი გავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის სამომავლო პოლიტიკურ კურსზე.

კითხვაზე, როგორი გავლენა ექნება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ჩვენი ქვეყნის სამომავლო კურსზე? გამოკითხულთა 42% პასუხობს, რომ უარყოფითი გავლენა ექნება; 19% ამბობს, რომ დადებითი გავლენა ექნება; 28% ამბობს, რომ არ იცის, ან პასუხზე საერთოდ უარი განაცხადა, ხოლო 11% ამბობს, რომ გავლენა არ ექნება.

რაც შეეხება კითხვას მხარდაჭერის შესახებ, ორგანიზაციის მიერ გამოკითხულთა 56% აცხადებს, რომ კანონპროექტს მხარს არ უჭერს, 22% ამბობს, რომ მხარს უჭერს, ხოლო 22% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის, ან პასუხზე უარს აცხადებს.

კვლევა ჩატარდა IPM-ის მიერ, მთელი საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო გამოკითხვის გზით, საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2024 წლის 15 - 27 მაისის პერიოდში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები