IPM Market Intelligence Caucasus-ის მიერ დასრულებული კიდევ ერთი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 32% ერთხელ მაინც არის მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ნამყოფი.
ამასთან, გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის მსვლელობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიმდინარე პროცესებში.
თბილისში ჩატარებულ აქციებს შორის, ყველაზე ცნობადი საქართველოს კუთხეების წარმომადგენლების მარშია (49%), რომელსაც სტუდენტების მარში მოსდევს (45%).
სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, 24-25 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ ასაკის 800 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 3%-ს.