IPM კვლევებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგების მიხედვითაც, გამოკითხულთა 50% "ქართული ოცნების" პოლიტიკას პრორუსულად მიიჩნევს, 17% თვლის, რომ პროდასავლურია, ხოლო 32%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.
ასაკობრივ ჭრილში, ყველაზე მეტი ნაწილი - 65% "ქართული ოცნების" პოლიტიკას პრორუსულად 18-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მიიჩნევს, 35-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში მსგავსი პოზიცია 47%-ს აქვს, ხოლო 55 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში 39%-ს.
IPM კვლევების მიერ სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 - 12 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ წლის 1600 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 2,5%-ს.