მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა 56% "რუსულ კანონს" მხარს არ უჭერს - კვლევა

კვლევა

გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 22% უჭერს მხარს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, - ამის შესახებ IPM-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

კითხვაზე, რამდენად უჭერთ მხარს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ?“ გამოკითხულთა 56% აცხადებს, რომ არ უჭერს მხარს, 22% აცხადებს, რომ მხარს უჭერს, ხოლო ასევე 22% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევა ჩატარდა IPM-ის მიერ, მთელი საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო გამოკითხვის გზით, საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2024 წლის 15-27 მაისის პერიოდში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები