“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 77% საქართველოსთვის მთავარ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს. 12% პოლიტიკურ საფრთხეს თურქეთში ხედავს, 9% კი - აშშ-ს.
კითხვაზე - რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის მთავარ პოლიტიკურ საფრთხეს, პასუხები ასე გადანაწილდა:
რუსეთი - 77%
თურქეთი - 12%
აშშ - 9%
ირანი - 6%
ჩინეთი - 4%
სომხეთი - 4%
აზერბაიჯანი - 4%
უკრაინა - 3%
ევროკავშირი - 2%
ისრაელი - 1%
გაერთიანებული სამეფო - 1%
არც ერთი - 3%
ამავდროულად, გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის მთავარ ეკონომიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. 11%-სთვის ასეთი ქვეყანა თურქეთია, ხოლო 6%-სთვის აშშ.
კითხვაზე - რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის მთავარ ეკონომიკურ საფრთხეს, გამოკითხულმა 1200-მა მონაწილემ ასე უპასუხა:
რუსეთი - 69%
თურქეთი - 11%
აშშ - 6%
ჩინეთი - 5%
უკრაინა - 3%
ირანი - 3%
აზერბაიჯანი - 2%
ევროკავშირი - 2%
სომხეთი - 2%
გაერთიანებული სამეფო - 1%
ისრაელი - <1%
არც ერთი - 4%
IRI-ის კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა. საველე სამუშაოები გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. კვლევაში საქართველოს 18 წელზე უფროსი 1200 მუდმივი რეზიდენტი მონაწილეობდა. კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრებს. ცდომილების ზღვარი შეადგენს -+2,5%-ს.