„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% არ აიცრება. NDI-ის კითხვაზე, გაიკეთებდა თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას/აცრას, გამოკითხულთა 35% ამბობს, რომ აიცრებოდა, ხოლო 12% ამბობს, რომ არ იცის, რას იზამს.
მათგან, ვინც აცრაზე უარს ამბობს, კითხვაზე - რატომ არ აიცრებოდა, გამოკითხულთა 48%-მა განაცხადა, რომ ვაქცინის ხარისხს არ ენდობა, 20% ფიქრობს, რომ პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გავუმკლავდებით, 10% უარის მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებს, ხოლო 6% აცხადებს, რომ „არ გავიკეთებ აცრას, რადგან ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს“.
ინფორმაციისთვის; კვლევა 2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.