მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა უმრავლესობას სურს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი დაწესდეს - NDI

63db7cf5bd7f2
გიგა ბენია
02.02.23 13:10
1389
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის ერთ-ერთ საინტერესო ქვეყნად იქცა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ.

NDI-ს გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას მხარს უჭერს. გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი უნდა დაუწესოს. მაჩვენებელი გასული წლის მარტთან შედარებით გაზრდილია, კერძოდ, მაშინ სავიზო რეჟიმის დაწესებას მოსახლეობის 62% ეთანხმებოდა.

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ყველაზე მეტად მხარს უმცირესობებით დასახლებულ მოსახლეობაში არ ეთანხმებიან. სავიზო რეჟიმის დაწესებას მხარს თბილისის მაცხოვრებლები, 18-34 წლის ასაკის ადამიანები, ქალები და ოპოზიციის მხარდამჭერები უჭერენ.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 24% მიიჩნევს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი არ უნდა დაწესდეს, 68% სავიზო რეჟიმის შემოღებას ეთანხმება.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მთავრობის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. კერძოდ, რუსეთის მთავრობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება 80%-ს აქვს, დადებითი კი 13%-ს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მარტის შემდეგ 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ცნობისთვის: NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.

აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6%-ია.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები