მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამორიცხულია, უახლოეს დღეებში „ასტრაზენეკა“ ქვეყანაში არ ჩამოვიდეს - თამარ გაბუნია

60dc33b25d2aa
ინგა მურუსიძე
30.06.21 13:07
1010
"აბსოლუტურად გამორიცხულია ალბათობა, რომ უახლოეს დღეებში „ასტრაზენეკა“ ქვეყანაში არ ჩამოვიდეს",  - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე თუ რა უნდა ქნან მოქალაქეებმა, თუკი „ასტრაზენეკას“ დოზები დროულად არ ჩამოვიდა, ხოლო მათ აცრა უწევთ. 

„ამჟამად იცრებიან ადამიანები, რომელთა პირველი დოზით აცრიდან გავიდა 10-12 კვირა.

„ასტრაზენეკას“ მოწოდებაზე ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით და აბსოლუტურად გამორიცხულია იმის ალბათობა, რომ მოკლე ხანში, უახლოეს დღეებში, "ასტრაზენეკა" ქვეყანაში არ ჩამოვიდეს ანუ დღეს თუ ვაქცინაცია მიმდინარეობს 10-დან 12 კვირამდე პერიოდში მყოფ მოქალაქეებში, ძალიან მალე ისევ დავუბრუნდებით „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის ძველებურ რეჟიმს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები