ლამინე იამალმა "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმად კატალონიურ გუნდში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.
იამალი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ახალ კონტრაქტში საინტერესოა პუნქტი, რომლის თანახმად, მისი გამოსასყიდი ფასი 1 მილიარდი ევროთი განისაზღვრა...
ლამინე იამალს "ბარსელონას" მთავარ გუნდში ჯერ მხოლოდ 10-ჯერ აქვს ნათამაშები და 2 საგოლე პასით გამოირჩა. მას დებიუტი ჰქონდა ესპანეთის ნაკრებშიც, სხვათა შორის, თბილისში, საქართველოს ნაკრებთან და გოლიც გაიტანა.