მადრიდის “ატლეტიკო” კატალონიური კლუბისგან ჟოაო ფელიქსის სრულად გამოსყიდვის სანაცვლოდ 80 მილიონს ითხოვს. ჟოაო ფელიქსი ახლა იჯარის წესით “ბარსელონაში” თამაშობს და ამ ეტაპზე “ბარსას” “ატლეტიკო”-ს მიერ მოთხოვნილი თანხა არ გააჩნია.
ალტერნატიულ ვარიანტად მადრიდული კლუბი “ბლაუგრანას” სატრანსფერო თანხის გადანაწილებას სთავაზობს, რის მიხედვითაც “ბარსელონა” წელიწადში სამჯერ “ატლეტიკოს” 25 მილიონ ევროზე მეტს გადაუხდის. კატალონიელებისთვის იდეალურად არც ეს პირობა გამოიყურება, რადგან გუნდში ფინანსური კრიზისია, რომლის მოგვარებასაც 2025 წლისთვის ელოდებიან.
“ბარსელონისთვის” საუკეთესო ვარიანტი ახალი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაა, რომელიც ძალაში 2025 წლის ზაფხულამდე იქნება, შემდეგ 40 მილიონად გამოსყიდვის შესაძლებლობით.