"ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ბრძანებით, დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში ცვლილება შევიდა.
9 ოქტომბერს ამოქმედებული ბრძანებით, ცვლილებები შევიდა მუხლში, რომელიც გამოსაცდელ ვადას ეხება.
კერძოდ, თუ აქამდე მინისტრი უფლებამოსილი იყო დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნისას გამოეყენებინა ერთწლიანი გამოსაცდელი ვადა, ეს პერიოდი გახანგრძლივდა და 2 წლით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ გამოსაცდელი ვადა გამოიყენება დიპლომატიურ სამსახურში და თანამდებობაზე პირველად დანიშვნის დროს.




























