მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოსაზამთრებლად მიგრირებული აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მოსახლეობამ მექანიკური მეთოდები უნდა გამოიყენოს - სეს

ფაროსანა

სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ოქტომბრის ბოლომდე განახორციელებს.

დღეისათვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურების მიერ, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 168 180 ჰა ფართობი, ცივი შესხურების მეთოდით - 96 057, 05 ჰა ფართობი, მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებულია 122 231 სპეციალური სადგური და 6487 ფერომონიანი დამჭერი.

"შემოდგომის დადგომასთან ერთად, აზიური ფაროსანა ტყის მასივებიდან საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ ინაცვლებს. გამოსაზამთრებლად მიგრირებული მავნებლის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. სურსათის ეროვნული სააგენტო სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენებისკენ მოგიწოდებთ", - ამბობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები