თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადება გასაკვირი არ ყოფილა.
ამის შესახებ მან შესაბამისი მედიის კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიაში ბევრი ცვლილება იგეგმება.
საქმე ის არის, რომ თბილისის მერიის თანამშრომელთა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება. მერიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან.
„ჩემთვის ესეც გასაგებია. ჩვენ წინა კვირას, მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია. ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ირჩევენ ამ გზას. ეს მათი გადასაწყვეტია. ამას ველოდებოდი კიდეც, გულწრფელად გითხრათ, იმიტომ, რომ რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, ბევრი ცვლილება და გადაადგილება იგეგმება. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა“, -
განაცხადა კახა კალაძემ.