აშშ მკაცრად გმობს ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, — ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი X-ზე წერს. მისი თქმით, აშშ მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს გამოიყენებს.
„აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შევუწყოთ მათ ანგარიშვალდებულებას, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიას“, - წერს მილერი.