მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოვლინდა სუსტი წერტილები - ჯანმოს ექსპერტებთან DRG-მოდელზე შეხვედრა გაიმართა

6429492c3c682
თინათინ ნატმელაძე
02.04.23 13:43
327
ჯანდაცვის სამინისტროში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა, სამედიცინო სექტორთან ერთად, რეფორმის დანერგვის პროცესი განიხილეს და სექტორის საჭიროებებს გაეცნენ. შეხვედრაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა კრისტინა კაჰურმა აღინიშნა, რომ ცვლილებების გატარებისთვის მნიშვნელოვანია სექტორმა სამინისტროს, მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია მიაწოდოს.

„ძალიან კარგი შეხვედრა შედგა, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრამ ხელი შეუწყო სხვადასხვა საკითხების დაზუსტებას და იმ სუსტი წერტილების გამოკვეთას, სადაც ცვლილელებია გასათვალისწინებელი. მსგავსი ტიპის დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია DRG-ის მექანიზმის დანერგვისთვის და რაც მთავარია, ამ მექანიზმით საბოლოოდ პაციენტი ისარგებლებს“, - განუცხადა კრისტინა კაჰურმა მედიას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოდელის დანერგვის პროცესს უწყება, ექსპერტებთან ერთად დააკვირდება, შესაბამისი გადაწყვეტილებებიც დაგროვებული ინფორმაციის შედეგად იქნება მიღებული. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური, სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული სააგენტოების, ჯანდაცვის ასოციაციის და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ესწრებოდნენ.

„შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო და ჩვენ ყველა საკითხს, რომელიც მოვისმინეთ, ვამუშავებთ და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რომ DRG-ის იმპლემენტაციის პროცესი სწორად განვითარდეს და ის დიდი რეფორმა, რომელიც 2022 წლის ნოემბერში დავიწყეთ, საერთო ჯამში, წარმატებით დავასრულოთ“, - ასე შეაფასა ილია ღუდუშაურმა შეხვედრის შედეგები.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მონაწილეები მედიასთან ამბობენ, რომ მხარეები DRG-ის მექანიზმის სწორი კოდირების მექანიზმზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის იხდის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება 1 იანვრიდან სწორედ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები