მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და შერჩევითი სამართალი - Amnesty International-ის ანგარიში საქართველოზე

64240a1c47ba3
მარიამ ვარადაშვილი
29.03.23 14:53
513
Amnesty International 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარებაც მოხვდა.

"გასულ წელს გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში კიდევ უფრო შეიზღუდა. ასევე გაგრძელდა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შერჩევითი სამართალი და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა, ახალმა კანონებმა გაზარდა მთავრობის უფლებამოსილება თვალთვალის კუთხით და კიდევ უფრო შეარყია სასამართლოს დამოუკიდებლობა; ქალებისა და გოგოების დისკრიმინაცია და ძალადობა გაგრძელდა;

წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიების წარუმატებლობა კვლავ შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და სეპარატისტულ რეგიონებში.

ხელისუფლების წარმომადგენლების მზარდი აგრესიული რიტორიკა და ცილისწამება გამოხატვის თავისუფლებას ახშობს. ამას გარდა, გამოუძიებელია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები", - წერია ანგარიშში.

ასევე ნახსენებია “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმეც. Amnesty International წერს, რომ გასულ წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობრივ აქციაში მონაწილე ექვს ადამიანს ხუთწლიანი პარტიმრობა მიუსაჯა, თუმცა არ დასჯილან ამ აქციის ორგანიზატორები, რომელსაც ოპერატორის სიცოცხლე შეეწირა. ასევე გამოუძიებელი დარჩა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გადაცების საქმეც.

"ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემაზე მზარდი გავლენის კონტექსტში ანგარიშში მოხვდა “ლელოს” დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე "ტვ პირველის” დამფუძნებლის ავთანდილ წერეთლის საქმეებიც. ასევეა “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაპატიმრებაც და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებაც, მაშინ როცა როგორც ანგარიშშია მოცემული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. მიუხედავად სამედიცინო ცნობებისა, რომლებიც შესაძლო „მძიმე ლითონებით მოწამვლასა“ და „სიკვდილის მნიშვნელოვნად გაზრდილ რისკზე” მიუთითებენ, თბილისის სასამართლომ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა", - წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები