მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამყოფ ხაზთან დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მთავრობამ მუნიციპალიტეტებს ₾10 მლნ გამოუყო

მუნიციპალიტეტი

საქართველოს მთავრობამ, გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 10 მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარი გამოუყო.

ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 509-ე განკარგულების მიხედვით, თანხა იმ მუნიციპალიტეტებში, რომელთა ადმინისტრაციულ საზღვრებში გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებები მდებარეობს, თანხები შემდეგი წესით განაწილდება:

  • შესაბამის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარი მიეცემა;
  • დარჩენილი თანხა კი შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში თითოეული გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლების 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების საფუძველზე, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განაწილდება.

დოკუმენტი ადგენს ასევე პირობებს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტები ამ თანხებს მიიღებენ:

მთავრობის გადაწყვეტილებით, თუ მუნიციპალიტეტმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე ვერ წარადგინა ამ განკარგულების დანართის შესაბამისად გათვალისწინებული თანხის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი თანხის გამოყენების შესახებ, მხოლოდ ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული სხვა მუნიციპალიტეტეთან მიმართებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სხვა დასახლებებში.

ამასთან, თუ სახელმწიფო შესყიდვა მრავალწლიანი იყო, მუნიციპალიტეტმა პროექტისთვის საჭირო თანხები შესაბამისი წლის ბიუჯეტში განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში უნდა გაითვალისწინოს.

თუ მუნიციპალიტეტებმა გათვალისწინებული თანხები ვერ აითვისეს, რეგიონული განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტებთან მიმართებით გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში დააფინანსოს პროექტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები