მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას - პრემიერი

პრემიერი
11.08.24 12:54
257

განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინდისში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება.

“უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ გვექნება არაერთი ვიზიტი ამ რეგიონში, რაც არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან და ჩვენი ვალია მაქსიმალურად ვიზრუნოთ აქ მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე”, - აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები