მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამყრელიძე გარდაბნის სოფლების ჩაკეტვაზე – „არ გამოვრიცხავ, თუ დამყოლობა არ იქნა“

5f18992749cf9
თამთა ჯიჯავაძე
22.07.20 23:50
1269
არ გამოვრიცხავ, რომ თუ დამყოლობა არ იქნა, რომელიმე ამ სოფლის ჩაკეტვის საკითხი დადგეს დღის წესრიგში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „იმედის“ ეთერში გარდაბნის სოფლებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მათგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია ყარაჯალალი.

„ადამიანები ამ სოფლებიდან მუშაობენ ბაზრობებზე – თბილისის, ლილოს, დიდუბის ბაზრობაზე და ინფექციის გატანის დიდი რისკი არსებობს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ მათ ბოლო დღეებში გარდაბნის სოფლებში, სადაც ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ.

"არ მოდიოდნენ, არ მოგვყვებოდნენ რომ გამოკვლევები ჩატარებულიყო. გუშინ ერთ-ერთი სოფლის 340–მდე ადამიანი გამოვიკვლიეთ, მაგრამ ამ სოფელში ცხოვრობს 4000-მე ადამიანი. გვყავდა 6 ბრიგადა, რომელსაც შეეძლოთ ათასი ადამიანის გამოკვლევა დღეში, მაგრამ არ გამოვიდა ხალხი, ამიტომ დღეს უფრო მკაცრი ღონისძიებები იქნა გატარებული, შესასვლელებში თერმოსკრინინგი, პოლიციის ნაწილები ჩადგა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ სიმპტომების შემთხვევაში, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. გამყრელიძემ ასევე, ეკონომიკური შეზღუდვების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ რისკი ყოველთვის იმატებს, მაგრამ ქვეყანა ჩაკეტილი ვერ იქნება.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საერთო ჯამში საქართველოში 1073 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები