დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ (NCDC) ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით 12-15 წლამდე 200-მდე მოზარდია აცრილი. როგორც ცნობილია, 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაზიერით“ აცრაზე გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ 9 ნოემბერს მიიღო.
“აცრა დაიწყო და უფრო აქტიურდება. 12-15 წლამდე მოზარდების ვაქცინაციას დაწყების ბრძანებას გუშინწინ მოეწერა ხელი, იმას, რაც იმუნიზაციის საბჭომ გადაწყვიტა. დაახლოებით 150-200-მდე მოზარდი ქვეყანაში უკვე აცრილია”-აცხადებს გამყრელიძე.




























