საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდულად შემცირების მსგავსად, გამყვან ტურიზმშიც მაღალი კლება Covid 19-ის პანდემიით აიხსნება.
სტატისტიკის თანახმად, ვიზიტების უმრავლესობა - 88.2% კაცების მიერ განხორციელდა, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება იმას, რომ პანდემიის პერიოდში ვიზიტორების უმრავლესობა სატვირთო გადაზიდვების განხორციელების მიზნით გავიდა, ხოლო სატვირთო მანქანების მძღოლთა დიდი ნაწილი კაცია.
ამასთან, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობის (48.4 %) ასაკი 31-50 წელია.
ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ვიზიტორთა განაწილების სრული სურათი ასეთია:
2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოეთში 1 მლნ ვიზიტი განხორციელდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში - 489.2 ათასი, რაც 53.2%-იანი კლებაა.
ცნობისთვის: საქსტატი გამყვანი ტურიზმის სტატისტიკურ გამოკვლევას 2019 წლის იანვრიდან ატარებს, თუმცა საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, კვლევის საველე სამუშაოები დროებით შეჩერებულია. შესაბამისად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოეთში განხორციელებული ვიზიტების შესახებ დამატებითი მონაცემები ცნობილი არაა.




























