მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

III კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი რუსეთიდან მიიღო - საქსტატი

რუსეთის პასპორტი ვიზიტორი ტურისტი

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში საქართველომ ნახევარ მილიონამდე უცხოელი ვიზიტორი რუსეთიდან მიიღო, რაც ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის მეოთხედია. უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკაში ტრადიციულად მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ.

საქსტატის მონაცემებით, III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი შემოსვლა, რაც 2.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 41.7%, 31-50 წლის მოგზაურებზე მოდის.

უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკის თანახმად, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.4 მილიონი შეადგინა, რაც 2.5%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია, რაც 2.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 79.2% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ
ექსკურსანტების წილმა 16.9% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

მიმდინარე წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა (496 ათასი) დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.1%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (583.5 ათასი), თურქეთისა (436.3 ათასი) და სომხეთის (344.6 ათასი) მოქალაქეების მიერ.

საქსტატის მონაცემებით, ვიზიტორების უმრავლესობა, 46.3%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 47.1% შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები