მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლება კვლავ ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადი სექტორია - რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი/დაბალი ხელფასები?

სკოლა საკლასო ოთახი განათლება უნივერსიტეტი გაკვეთილი

განათლების სექტორი საქართველოს ეკონომიკის კვლავ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფეროა - 2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით ქვეყანაში საშუალო ხელფასი 2,212 ლარს შეადგენს, განათლების სექტორში კი საშუალო ხელფასი ამაზე ორჯერ დაბალია და 1093 ლარს შეადგენს. ამ მაჩვენებელთან შედარებით უფრო დაბალი ხელფასი მხოლოდ "სხვა სახის მომსახურებაშია" რაც მოიცავს საქმიანობის ყველა სფეროს, რომლებიც სხვა სექტორებში არაა დასახელებული.

2025 წლის II კვარტალის მდგომარეობით ყველაზე მაღალი ხელფასები ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორშია რაც 4177 ლარს შეადგენს. მეორე ადგილს საფინანსო სექტორი იკავებს 3 732 ლარით, მესამეზე კი მშენებლობის სექტორია 3 468 ლარის საშუალო ხელფასით.

2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით საქართველოში არსებული საშუალო ხელფასი სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება:

სექტორი მთლიანი ხელფასი ლარებში 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით (ხელზე ასაღები) ზრდა/კლება წინა წელთან
ინფორმაცია და კომუნიკაცია 4177 ლარი; 3341 ლარი; 5%
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 3732 ლარი; 2986 ლარი; 2%
მშენებლობა 3468 ლარი; 2774 ლარი; 18%
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 2995 ლარი; 2396 ლარი; 4%
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება 2761 ლარი; 2209 ლარი; 19%
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 2760 ლარი; 2208 ლარი; 19%
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება 2643 ლარი; 2114 ლარი; 8%
ტრანსპორტირება და დასაწყობება 2466 ლარი; 1973 ლარი; 12%
სულ 2212 ლარი; 1770 ლარი; 10%
დამმუშავებელი მრეწველობა 2102 ლარი; 1682 ლარი; 9%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 2034 ლარი; 1627 ლარი; 6%
ხელოვნება, გართობა და დასვენება 1985 ლარი; 1588 ლარი; 10%
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი 1949 ლარი; 1559 ლარი; 8%
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 1848 ლარი; 1478 ლარი; 16%
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 1744 ლარი; 1395 ლარი; 14%
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები 1705 ლარი; 1364 ლარი; 15%
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 1506 ლარი; 1205 ლარი; 4%
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები 1428 ლარი; 1143 ლარი; 14%
განათლება 1367 ლარი; 1093 ლარი; 19%
სხვა სახის მომსახურება 1339 ლარი; 1071 ლარი; -15%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები