საქსტატმა 2025 წლის III კვარტალის მდგომარეობით საშუალო ხელფასის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 2271 ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 214.9 ლარით, ანუ 10.4%-ით მეტია. საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 1817 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება სექტორებს, განათლების სექტორი კვლავ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სექტორია, სადაც 2025 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით საშუალო ხელფასი თვეში 1367 ლარს შეადგენს, რაც საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 1094 ლარს შეადგენს. განათლების სექტორზე უფრო დაბალი ანაზღაურებები მხოლოდ "სხვა სახის მომსახურების" სექტორშია, სადაც ანაზღაურება თვეში 1290 ლარის ტოლია (ხელზე ასაღები ხელფასი 1032 ლარი).
ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურებები კი უკვე რამდენიმე წელია ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორშია, რაც IT სექტორსაც აერთიანებს. ამ სფეროში საშუალო ანაზღაურება 4213 ლარს შეადგენს, რაც ხელზე ასაღები 3370 ლარის ტოლია. მეორე პოზიციაზეა მშენებლობის სექტორი 3683 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები 3370 ლარი), მესამე პოზიციას კი საფინანსო სექტორი იკავებს 3526 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები 2821 ლარი).
საქართველოს საშუალო ხელფასი 2025 წლის III კვარტალის მდგომარეობით:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – ხელფასი: 4213 ლარი; ხელზე ასაღები: 3370 ლარი
- მშენებლობა – ხელფასი: 3683 ლარი; ხელზე ასაღები: 2946 ლარი
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – ხელფასი: 3526 ლარი; ხელზე ასაღები: 2821 ლარი
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – ხელფასი: 3154 ლარი; ხელზე ასაღები: 2523 ლარი
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – ხელფასი: 3108 ლარი; ხელზე ასაღები: 2486 ლარი
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – ხელფასი: 2700 ლარი; ხელზე ასაღები: 2160 ლარი
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – ხელფასი: 2609 ლარი; ხელზე ასაღები: 2087 ლარი
- ტრანსპორტირება და დასაწყობება – ხელფასი: 2501 ლარი; ხელზე ასაღები: 2001 ლარი
- დამამუშავებელი მრეწველობა – ხელფასი: 2224 ლარი; ხელზე ასაღები: 1779 ლარი
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – ხელფასი: 2103 ლარი; ხელზე ასაღები: 1682 ლარი
- ხელოვნება, გართობა და დასვენება – ხელფასი: 2082 ლარი; ხელზე ასაღები: 1666 ლარი
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – ხელფასი: 2045 ლარი; ხელზე ასაღები: 1636 ლარი
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – ხელფასი: 1840 ლარი; ხელზე ასაღები: 1472 ლარი
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – ხელფასი: 1828 ლარი; ხელზე ასაღები: 1463 ლარი
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – ხელფასი: 1784 ლარი; ხელზე ასაღები: 1427 ლარი
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – ხელფასი: 1441 ლარი; ხელზე ასაღები: 1152 ლარი
- წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – ხელფასი: 1439 ლარი; ხელზე ასაღები: 1151 ლარი
- განათლება – ხელფასი: 1367 ლარი; ხელზე ასაღები: 1094 ლარი
- სხვა სახის მომსახურება – ხელფასი: 1290 ლარი; ხელზე ასაღები: 1032 ლარი




























