მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების ახალდანიშნული მინისტრი აბიტურიენტებს მიმართავს

პარლამენტი
03.07.25 09:23
951

დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. განათლების ახალდანიშნული მინისტრი გივი მიქანაძე აბიტურიენტებს მიმართავს. მიქანაძე აბიტურიენტებს განათლების ყველა საფეხურზე მაქსიმალური მხარდაჭერას ჰპირდება.

„დღეს ათასობით აბიტურიენტისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, რაც თითოეული მათგანის შრომისა და თავდადების შედეგია. ყველა თქვენგანს წარმატებას, თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეს გისურვებთ. მჯერა, ყველა გამოწვევას ღირსეულად დაძლევთ და შრომითა და მონდომებით თქვენთვის სასურველ პროფესიას დაეუფლებით.

ციფრულ ეპოქაში, როდესაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა უმთავრესია. დარწმუნებული ვარ, თქვენი ნიჭიერებით ახალ გამოწვევებს ფეხს ადვილად აუწყობთ.

გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი საკუთარ მომავალს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ქმნით. სწორედ ამიტომ, განათლების ყველა საფეხურზე ჩვენგან მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ.

გისურვებთ, ყოველმა ახალმა დღემ დაგაახლოოთ თქვენს მიზნებთან და ოცნებებთან. არ შეგეშინდეთ გამოწვევების, იყავით გაბედულები, რადგან სწორედ გაბედულები ქმნიან ისტორიას", - წერია მიქანაძის მიმართვაში.

ცნობისთვის, 2025 წლის გამოცდებისათვის 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული. დღეს აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები