მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს

მარიამ ლაშხი

"ოცნების" პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს დეპუტატი მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს.

ლაშხმა პოსტზე გივი მიქანაძე ჩაანაცვლა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა.

კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე ლაშხი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მარიამ ლაშხს პარლამენტი ახალ თანამდებობაზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

რაც შეეხება მარიამ ლაშხის განათლებას:

  • 2009 წელს დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმაციული და საინჟინრო ტექნოლოგიები;
  • 2011 წელს კი ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში.

მარიამ ლაშხის უძრავ-მოძრავი ქონება და შემოსავლები - "ოცნების" დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები