მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლების მინისტრი აიცრა და პედაგოგებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა

61111c14a53d2
BM.GE
09.08.21 16:02
1109
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ფაიზერის ვაქცინით აიცრა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, ქვეყანაში მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.

მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, იზრუნონ ჩვენი შვილებისა და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და აიცრან, ვინაიდან პანდემიის დამარცხება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.

„დღეს პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ავიცერი ფაიზერის ვაქცინით. მე მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, აუცილებლად აიცრან. ეს არის პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ჩვენი შვილების – ბავშვების – ჯანმრთელობა,"- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

NCDC-ის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში 16,028 ადამიანი აიცრა, ჯამურად კი ორჯერადად აცრილია 197,118 ადამიანი, ერთი დოზით კი 444,124 ადამიანი. შესაბამისად, ერთი დოზით მაინც აცრილია მოსახლეობის 11.9%, ხოლო ორჯერადად აცრილია მოსახლეობის 5.28%.

საქართველოში 60,000 პედაგოგია, უცნობია მათი რა ნაწილია აცრილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები