მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გახდა

პარლამენტი

განათლების ახალი მინისტრი გივი მიქანაძე გახდა. "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ახალი მინისტრი ალექსანდრე წულაძის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ წარადგინა.

"ქართული ოცნების" მთავრობის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, თანამდებობა დღეს დატოვა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გივი მიქანაძეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით და სიღრმისეული აკადემიური განათლება.

„ორი სიტყვა მინდა ვთქვა მის გამოცდილებასთან დაკავშირებით უშუალოდ განათლების, მეცნიერების სფეროში. მას აქვს ღრმა აკადემიური განათლება, არის იურისტი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე დიდ ბრიტანეთში, ინგლისში ესექსის უნივერსიტეტი. სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება, ასევე ფართო პოლიტიკური გამოცდილება და უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. ის, წლების განმავლობაში, იყო შსს-ს აკადემიის ლექტორი, იყო პედაგოგი, ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში, მთელი წლების განმავლობაში და არის არაერთი წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ღრმა გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ის საქართველოს პარლამენტში იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ის არის იდეალური კანდიდატი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე. მინდა, ბატონ გივის ვუსურვო წარმატებები ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

გივი მიქანაძეს 1999 წელს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2009 წელს კი ესექსის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო) სამართლის მაგისტრი დაიცვა.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას:

XXI მოწვევის პარლამენტი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე;

  • 2023 - დღემდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი
  • 2016 - 2018 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი
  • 2016 - 2018 წლებში სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორი
  • 2015 - 2016 წლებში ევროპის საბჭო, პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტი, პროექტის მენეჯერი.
  • 2013 - 2015 წლებში ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის უფროსი ოფიცერი
  • 2013 - 2017 წლებში აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი
  • 2011 - 2015 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი
  • 2010 - 2013 წლებში ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის ოფიცერი
  • 2009 - 2010 წლებში გაეროს განვითარების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“
  • 2009 წელს თბილისის მერია, აგლომერაციის განვითარების სააგენტო, უფროსის მოადგილე
  • 2005 - 2008 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
  • 2005 - 2005 წლებში ეუთო-ს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“ პროექტის დირექტორი
  • 2004 - 2005 წლებში ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებში
  • 2003 - 2004 წლებში კავშირი „ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი“ გამგეობის თავმჯდომარე
  • 2001 - 2002 წლებში შსს აკადემია . მოწვეული ლექტორი
  • 2001 - 2003 წლებში კავშირი „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“ გამგეობის თავმჯდომარე
  • 2000 - 2001 წლებში გაეროს განვითარების პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი
  • 2000 - 2002 წლებში საჯარო სკოლა „ბალავარი“ პედაგოგი
  • 1999 - 2000 წლებში სახალხო დამცველის აპარატი, ადმინისტრაციულ საქმეთა დეპარტამენტი, რეფერენტ-იურიკონსულტი
  • 1999 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. მოწვეული სპეციალისტი
  • 1998 - 1999 წლებში კავშირი „ადამიანის უფლებათა თბილისის საერთაშორისო სკოლა“დირექტორი
  • 1997 - 1999 წლებში გრ.ხანძთელის სახელობის 1 ექსპერიმენტული სკოლის მასწავლებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები