მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების მინისტრი თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს

გივი მიქანაძე

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე განმარტავს, რატომ მიიღეს თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ამის მიზეზი დუბლირებული ფაკუტეტები გახდა.

"კონცეფციით ჩვენ დავაანონსეთ "ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპი", რომელიც დუბლირებული ფაკულტეტების გარკვეულ კონცენტრირებას გულისხმობს. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ორ წამყვან სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს მსგავსი მიმართულებები. ჩვენი მიზანია, რომ საკადრო რესურსი და მატერიალურ ტექნიკური ბაზები უფრო კოორდინირებული და კონცენტრირებული გავხადოთ, რაც საშუალებას მოგვცემს პირველ რიგში, ხარისხი გავზარდოთ, ასევე მაქსიმალურად კოორდინირებულად წარვმართოთ სასწავლო პროცესი და რაც მთავარია, მთელი ეს პროცესი უზრუნველყოფდეს გაერთიანებული უნივერსიტეტის საქმიანობის წარმოჩენას როგორც ადგილობრივი, ასევე საერთშორისო დონეზე მისი რეიტინგების ზრდისა და იმიჯის შემდგომი ამაღლების თვალსაზრისით", - განაცხადა მიქანაძემ.

თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ "ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, უნივერსიტეტის სახელი დარჩება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რაც შეეხება ვადებს, რეორგანიზაციის პროცესი დაახლოებით 6 თვეს გაგრძელდება.

თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების ვადები - რა უნდა იცოდნენ სტუდენტებმა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები