მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლების მინისტრმა თქვა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ ბოლოს გამოიკვეთა შესაძლებლობა, რომ დიალოგი გაგრძელდეს - სალომე დუნდუა

სს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და განათლების მინისტრ გივი მიქანაძის ხანგრძლივი შეხვედრა ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე დასრულდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, სალომე დუნდუამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გივი მიქანაძემ ბევრჯერ თქვა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ ბოლოს უკვე მინისტრის შეჯამებაშივე გამოიკვეთა შესაძლებლობა, რომ გაგრძელდეს დიალოგი.

მისი მოსაზრებით, შეხვედრის ბოლო ნაწილმა მომავალში ახალი ნაბიჯების გადადგმის შანსი გააჩინა.

"მინისტრის მიერ ბევრჯერ ითქვა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ ბოლოს უკვე მინისტრის შეჯამებაშივე გამოიკვეთა შესაძლებლობა, რომ გაგრძელდეს დიალოგი, ჩვენც ვიფიქრებთ შეჯერებულ ვარიანტზე და თქვენც იფიქრეთო. ბოლო ნაწილმა უფრო მომავლის, ახალი ნაბიჯების გადადგმის შანსი გააჩინა. ბოლოს მინისტრმა თქვა, რომ თქვენ და ჩვენ განსხვავებული ხედვა გვაქვს - ჩვენც ვიფიქრებთ, გუნდში ვილაპარაკებთ და თქვენც იფიქრეთო“, - განაცხადა სალომე დუნდუამ.

"დიალოგი გაგრძელდება" - დასრულდა შეხვედრა მიქანაძეს, თსუ-სა და სტუ-ს წარმომადგენლებს შორის

დავით გურგენიძე კობახიძეს და მიქანაძეს მიმართავს, შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი ორივე უნივერსიტეტიდან

შევთავაზეთ, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, რომელმაც თუნდაც ორი წლის განმავლობაში იმსჯელოს და შემდეგ დასრულდეს მთლიანი რეორგანიზაცია - გივი მიქანაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები