მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლების რეფორმა უნდა დაეფუძნოს უნარების გაძლიერებას და არა - პროფესიულ კვოტირებას - მედეა ტაბატაძე

მედეა ტაბატაძე

საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი მედეა ტაბატაძის აზრით, უმაღლესი განათლების რეფორმა უნდა დაეფუძნოს უნარების გაძლიერებას და არა - პროფესიულ კვოტირებას.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის შეფასებისას განაცხადა.

„უნარებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და არა - პროფესიებზე... იურისტებზე რომ არ იყოს მოთხოვნა, ხომ ვერ გავაუქმებთ და დავხურავთ იურიდიულ ფაკულტეტებს?! დღეს - არა, ხვალ დასჭირდება [ქვეყანას იურისტები]“, - აღნიშნა მან.

„წერტილთან“ ინტერვიუში მედეა ტაბატაძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ დღეს დამსაქმებლებისთვის პრობლემას წარმოადგენს არა - დიპლომირებული კადრების ნაკლებობა, არამედ სათანადო უნარების არქონა. ამდენად, მისი აზრით, შრომის ბაზრის კვლევა უნდა პასუხობდეს კითხვას - რა ტიპის უნარები სჭირდება თანამედროვე თანამშრომელს.

კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნება, ლოგიკური მსჯელობა და ინფორმაციის გაანალიზება და არასტანდარტული მიდგომები - ეს ის ძირითადი პორტირებადი უნარებია, რომლებიც HR სპეციალისტის თქმით, ადამიანს საშუალებას აძლევს წარმატებული იყოს ნებისმიერ სფეროში, მიუხედავად მისი ძირითადი პროფესიისა.

მედეა ტაბატაძის დაკვირვებით, საინტერესო ტენდენციაა ისიც, რომ სტუდენტების დიდი ნაწილი მუშაობას აკადემიური ხარისხის მიღებამდე იწყებს - ის ამაში ხედავს სიგნალს, რომ ბიზნესი აფასებს არა - დიპლომს, არამედ უნარებს.

„რომ შევეკითხოთ ბიზნესს რატომ აჰყავს [სტუდენტი] - ამბობენ, რომ ნიჭიერები არიან, ყველაფერს მალე სწავლობენ და ა.შ. ანუ დასწავლის უნარი დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მან.

"არ შეიძლება, უმაღლესი განათლების რეფორმა ბიზნესში მოთხოვნად პროფესიებზე ჩამოკიდო“ - რატომ? | ანალიზი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები