მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების სამინისტრო: 15 000-მდე სტუდენტის შემოდგომის სემესტრის გადასახადი დავფარეთ

5fe0d8f83829b
ანუკა ჯოხაძე
22.12.20 00:30
802
სახელმწიფოს დახმარებით 15 000-მდე სტუდენტმა ისარგებლა, - ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოაწოდა. საუბარია პრემიერ-მინისტრის განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც, ყველა სტუდენტი, რომლის სოციალური ქულა 150 000-მდეა, მთავრობისგან 2020-2021 წლის ერთი სემესტრის ანაზღაურებას მიიღებდა. როგორც დღეს სამინისტროში ამბობენ, აღნიშნულით 14 799 სტუდენტმა ისარგებლა. მათივე განმარტებით, მათ ასევე დაუფინანსდათ გაზაფხულის სემესტრის დავალიანებაც.

ამასთან, როგორც სამინისტროში ამბობენ, პანდემიის პერიოდში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადი გადავადდა ან შეთავაზებულ იქნა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი.

ცნობისთვის, სტუდენტები უნივერსიტეტებს კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავენ. როგორც ისინი ამბობენ, პანდემიის გამო ათასობით სტუდენტი სამსახურის გარეშე დარჩა, რის გამოც მათ სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ. როგორც ჩანს ამ მიმართულებით ისინი პროტესტსაც გამოთქვამენ და კონკრეტულ მოთხოვნებსაც აყენებენ. სტუდენტების ნაწილი თვლის, რომ უნივერსიტეტებში არსებული სწავლის გადასახადი უნდა განახევრდეს, ნაწილი კი თვლის, რომ სრული ამნისტია უნდა გამოცხადდეს.

მოთხოვნები ჟღერდება, მაგრამ სტუდენტები ამბობენ, რომ როგორც განათლების სამინისტრო, ისე თავად უმაღლესი სასწავლებლები კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამენ. არადა მათი თქმით, უნივერსიტეტებს შემოსავლები იგივე აქვთ, ხოლო ხარჯვითი ნაწილი შემცირებული. შესაბამისად, დღეს სასწავლო დაწესებულებებში რესურსი იმისა, რომ სტუდენტებმა კონკრეტული შეღავათები მიიღონ, არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები